ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

ზლატანი: ჰოლანდი ინძაგის, ტრეზეგეს და ვიერის ახალი ვერსიაა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა და ის ინძაგის, ტრეზეგესა და ვიერის შეადარა.

„ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა. ის არ აკეთებს იმას, რაც არ შეუძლია. ის არ ჩამოდის უკან ბურთის მისაღებად, არამედ ელოდება მას კარის წინ, რათა ყველაფერი გადაწყვიტოს.

ის მაგონებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ინძაგი, ტრეზეგე, ბობო ვიერი. ჰოლანდი არის ამ ფეხბურთელების ახალი ვერსია.

შეუძლია თუ არა გუარდიოლას მას განვითარებაში დაეხმაროს? ეს გუარდიოლას ეგოზეა დამოკიდებული, მისცემს თუ არა მას უფლებას, საკუთარ თავზე დიდი გახდეს“,

- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

იბრამ ბარსელონურ წლებზე და საკუთარ მომავალზეც ისაუბრა

„ჩემი ყველაზე ცუდი მოგონება კარიერაში? რა თქმა უნდა, „ბარსელონა“. ამას ვამბობ, მაგრამ არ ვგულისხმობ საფეხბურთო ასპექტს. იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვფიქრობდი. რეალურად, საკუთარ თავს იმედი გავუცრუე. რაღაცებს სხვანაირად ვაკეთებდი. სტადიონზე გასვლამდე ორჯერ ვფიქრობდი და ეს ხელს მიშლიდა.კატალონიაში ჩემი იდენტობა დავკარგე. „ბარსელონიდან“ წასვლის შემდეგ, ყველაფერი დავიბრუნე და სწორედ ეს დამეხმარა მსოფლიოს ახლიდან დაპყრობაში. ახლა „მილანში“ ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ტრავმის რეაბილიტაცია გამიგრძელდა, მაგრამ გპირდებით, გაცილებით ძლიერი დავბრუნდები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არ იყო უბრალო შეხება, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ყოფილი მსაჯი კვარა-კონატეს ეპიზოდზე
„ეს არ იყო უბრალო შეხება, პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა“ - ყოფილი მსაჯი კვარა-კონატეს ეპიზოდზე