საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ამხანაგური მატჩი - ნოემბერში საქართველოს ნაკრების ერთი მეტოქე გაირკვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩს 17 ნოემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს დაუპირისპირდება. ამხანაგური თამაში საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შედგება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მაროკო ფიფას რეიტინგში აფრიკის ზონის ქვვეყნებს შორის მეორე პოზიციას იკავებს, სრულ კლასიფიკაციაში კი, 22-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, მომდევნო დღეს კი, ჩვენი გუნდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თემურ ქეცბაია: „საქართველოსთან თამაში არ მინდოდა“
თემურ ქეცბაია: „საქართველოსთან თამაში არ მინდოდა“