მესიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშისადმი განკუთვნილი პრიზის მიღებაზე უარი თქვა
Aa
Aa

მესიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშისადმი განკუთვნილი პრიზის მიღებაზე უარი თქვა

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ჩილეში მიმდინარე „კოპა ამერიკის“ ჯგუფურ ეტაპზე, პარაგვაისთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზის მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „Marca“ იუწყება.

ხერარდო მარტინოს შეგირდები შეხვედრას 2 ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა გამარჯვება ხელიდან უკანასკნელ წუთზე გაუშვეს. ამ ფაქტის გამო, „ბარსელონას“ ფორვარდი ძალიან განაწყენდა და მისთვის განკუთვნილ ჯილდოზე უარი თქვა. საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, პარაგვაელ ნელსონ ვალდესს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები