პიოტრ იანი, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი, შონ ომალი
Aa
Aa

„შეხედეთ, პუდელს ჰგავს! მახაჩევს პირველ რაუნდში დავანოკაუტებ“ - UFC-ის პრესკონფერენცია

22 ოქტომბერს, UFC 280-ია ჩანიშნული და ორ საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ. სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში, ალჯამეინ სტერლინგი თი ჯეი დილაშოუს დაუპირისპირდება, ხოლო მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულისთვის ჩარლზ ოლივეირა და ისლამ მახაჩევი იჩხუბებენ. დღეს, UFC 280-ის პრესკონფერენცია გაიმართა და MMA-ის მოყვარულებმა რამდენიმე საინტერესო მომენტი იხილეს.

ჩარლზ ოლივეირა: „ისლამს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ უზუსტესი მებრძოლი ვარ, წინსვლასა და ზეწოლას არ შევწყვეტ და პირველ რაუნდში დავანოკაუტებ. აბუ დაბიში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მომწონს, როცა ასეთ სიტუაციაში ვიმყოფები. ისლამს ვეპატიჟებოდი და ვთავაზობდი, ჩემს სახლში მოსულიყო, მაგრამ ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, გადავწყვიტე, მის კარზე დამეკაკუნებინა“.

ისლამ მახაჩევი: „ოლივეირა ამბობს, რომ მაღალი დონის მეტოქესთან არასდროს მიჩხუბია?! ვისთან გამართა სატიტულო ბრძოლა? ან მანამდე ვინ დაამარცხა? მაიკლ ჩენდლერი? დამსახურებაზე როცა საუბრობთ, ოლივეირამ ვის მოუგო, რომ სატიტულო ჩხუბი დაემსახურებინა? ძალიან მაინტერესებს! ყველა ბრძოლაში, ჩემი მეტოქის დაფინიშებაზე ვარ ორიენტირებული და ვიცი, რომ ოლივეირასაც დავაფინიშებ. ჩარლზი ბედნიერი უნდა იყოს, ხაბიბმა კარიერა რომ დაასრულა. ნურმაგომედოვი UFC-ში რომ დარჩენილიყო, ის ამ ტიტულს ვერასდროს დაისაკუთრებდა. მართალია, ახლა ჩემ წინ ქამარი არ დევს, მაგრამ შაბათ საღამოს ყველაფერი შეიცვლება! ოლივეირასთვის უხერხული მეტოქე ვარ. იგი მოწინააღმდეგეებზე ზეწოლას იმიტომ ახორციელებს, რომ მასთან პარტერში გადასვლა არავის სურს და ამის ყველას ეშინია. მე მათ შორის არ ვარ. მისი გრეპლინგი ფეხებზე მკიდია, რადგან, პარტერში ყოფნისას, როცა ჩარლზის წინააღმდეგ თავს კარგად იცავენ, ის უბრალოდ ნებდება“.

შონ ომალი: „ოფიციალურ საიტზე წერია, რომ იანი სიმაღლეში 170 სანტიმეტრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 165 სმ-ზე მეტი არაა. ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ და გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. 15 წუთისთვის მზად და მესმის, რომ იანი რეიტინგის სათავეში ტყუილად არ იმყოფება“.

პიოტრ იანი: „მეგობრები, შაბათს, შონ ომალის მაგრად ვცემ. სიმაღლეს რაც შეეხება, ეს საერთოდ რა შუაშია? შეხედეთ ომალის, ის გზის პირას მდგარ ძუკნას ჰგავს. ახლა ჩემი მიზანი ამ პუდელის დამარცხებაა, შემდეგ კი სტერლინგთან ან დილაშოუსთან, ქამრისთვის ვიჩხუბებ“.

ცნობისთვის, საჩემპიონო ბრძოლებს ხვალ, თბილისის დროით, დაახლოებით 23:00-დან ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჟოზე კვარას წინააღმდეგ გეგმა B-საც შეიმუშავებს“ - Gazzeta dello Sport
„ჟოზე კვარას წინააღმდეგ გეგმა B-საც შეიმუშავებს“ - Gazzeta dello Sport