ვალენსია, ელჩე, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის სუსტი მატჩი და კავანის დუბლი - ვალენსიამ ელჩეს ვერ მოუგო

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „ელჩეს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც სუსტი მატჩი ჰქონდა.

მატჩის 26-ე წუთზე, „ღამურების“ საჯარიმოში სტანდარტული სიტუაცია გათამაშდა. მამარდაშვილი კარიდან ბურთზე სათამაშოდ გამოვიდა, რა დროსაც მისი ხელი ბურთის ნაცვლად მეტოქე გუნდის ფეხბურთელს მოხვდა სახეში და პენალტი დაინიშნა. თავად გიორგიმ კი ყვითელი ბარათი მიიღო. 29-ე წუთზე აღნიშნული თერთმეტმეტრიანი მილამ გამოიყენა და ანგარიში გახსნა.

გოლიდან რამდენიმე წუთში, ქართველმა კარის დარაჯმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, თუმცა გაუმართლა, რომ ბურთი კარისკენ არ წავიდა და მეორე გოლი არ გაუშვა.

ტაიმის მიწურულს, „ვალენსია“ გააქტიურდა და ედისონ კავანიმ ჯერ 41-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. პირველი ტაიმი „ღამურებმა“ 2:1 მოიგეს.

მეორე ნახევარში „ელჩე“ გააქტიურდა და მწვავედ უტევდა. 65-ე წუთზე, ერთ-ერთი შეტევისას სტუმრებმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს და მილამ საკმაოდ ახლო მანძილიდან თავით დაარტყა. ამ შემთხვევაში გიორგი უძლური იყო და ანგარიში გათანაბრდა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ მატჩი საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „ვალენსიას“ 14 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. მომავალ ტურში ჯენარო გატუზოს გუნდი „სევილიას“ ესტუმრება. მატჩი 18 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალვატორე ბანი: „15 წლის ხვიჩას სითამამემ გამაოცა“
სალვატორე ბანი: „15 წლის ხვიჩას სითამამემ გამაოცა“