ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გიჟური „ნაპოლი“ მხოლოდ კვარაცხელია არაა“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბარი არ წყდება. ამჯერად, მასზე ყოფილმა ფეხბურთელმა და შემდგომში მსახიობმა, იტალიაში პოპულარულმა პიროვნებამ გენე ნოკიმ Areanapoli-სთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

„ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კვარაცხელიაა. მასზე საუბარი მარტივია, ის ძალიან ძლიერია, მაგრამ გიჟური „ნაპოლი“ მხოლოდ კვარაცხელია არაა, დავასახელებ ლობოტკას, რომელიც გუნდის ნამდვილი ენერგიაა. იმაზე ფიქრი და ის ფაქტი, რომ გატუზო მას არ ათამაშებდა და უპირატესობას დემეს ანიჭებდა, საოცარია. ანგისა და ლობოტკა ნახევარდაცვის ცენტრში ფანტასტიკურ დუეტს ქმნიან, ევროპაში საუკეთესოს“.

Corriere dello Sport-ი ერთმანეთს კვარაცხელიასა და ლეაოს ადარებს. ავტორიტეტული გამოცემა შემდეგს წერს:

„სტატისტიკაში პენალტით გატანილი გოლები რომ არ შევიყვანოთ, კვარაცხელია ბეტოსთან და იმობილესთან ერთად 5 გოლით სერია ა-ს ბომბარდირი იქნებოდა. პენალტების გარეშე 4 გოლი ლეაოას, დიას, ვლაჰოვიჩისა და დიბალას აქტივშია. კვარა და ლეაო მარცხენა გარემარბები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე ეფექტური გარემარბები არიან“.

შეგახსენებთ, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას აქვს სივრცე განვითარებისთვის“ - ამბროზინი ხვიჩასა და ნაპოლიზე
„მას აქვს სივრცე განვითარებისთვის“ - ამბროზინი ხვიჩასა და ნაპოლიზე