Aa
Aa

"იუვემ" 3 ტრანსფერისთვის 90 მილიონი ევრო გამოყო

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ტურინის „იუვენტუსმა“ 90 მილიონი ევრო გამოყო, რომლითაც 3 ფეხბურთელის - ნემანია მატიჩის, ეზეკიელ გარაისა და ჟოაო კანსელოს შეძენას ეცდება.

როგორც გამოცემა წერს, მატიჩი „იუვეს“ შუახაზის გაძლიერების მთავარ ვარიანტად მიიჩნევა. „იუვე“ სერბის სანაცვლოდ დაახლოებით 45 მილიონ ევროს ჩამოდის და არც ისაა გამორიცხული, რომ კლუბებმა წინა პლანზე ალექს სანდროს ტრანსფერიც წამოწიონ. „ბებერი ქალბატონი“ მატიჩის ალტერნატივად ბლაიზ მატუიდის ან ემრე ჩანს მოიაზრებს.

რაც შეეხებათ გარაისა და კანსელოს, ესპანური პრესის თქმით, „იუვენტუსი“ მათი ტრანსფერებისთვის, „ვალენსიას“ 45 მილიონ ევროს შესთავაზებს.

გარაი უკვე 31 წლისაა და ლეონარდო ბონუჩის გრძელვადიან ჩამნაცვლებლად ნაკლებად გამოდგება. ზოგადად, არგენტინელი მაინც სათადარიგო კანდიდატურაა, იმდენაც, რამდენადაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე ტურინელთა მთავარი სამიზნე „რომას“ 27 წლის ბერძენი ლეგიონერი კოსტას მანოლასია.

კანსელო კი სულ 22 წლისაა და მისით მომავალზე აქცენტის გაკეთება წესით ჭკვიანური სვლა უნდა იყოს. პორტუგალიელი უნივერსალური თვისებებითაც ხასიათდება - მას მარჯვენა ფლანგის სრულად გაკონტროლება და ვინგერად თამაშიც შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები