პედრი
Aa
Aa

პედრი: “მუნდიალზე ბრაზილია და არგენტინა ყველაზე მაღლა იდგებიან“

სულ მალე საფეხბურთო სამყაროში უდიდესი მოვლენა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. რა თქმა უნდა, ასეთი შეჯიბრების წინ ყველა იმაზე საუბრობს, თუ ვინ არის ფავორიტი, ვის ექნება ყველაზე დიდი შანსი და ა.შ.

გამონაკლისი არც ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი პედრი გახდა. ახალგაზრდა ტალანტმა ორი ფავორიტი დაასახელა.

პედრი:

„ვფიქრობ, კარგი და განსხვავებული მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რადგან თარიღი ახალია და სულ სხვა დროს ტარდება. ვნახოთ რა გამოვა.. ფავორიტები? არსებობს ორი ძალიან ძლიერი ნაკრები, რომლებიც ყველა სხვა ნაკრებზე მაღლა დგანან.

ბრაზილია და არგენტინა! პირველ რიგში არგენტინა მესისთან ერთად, რომელსაც მუნდიალის მოგების დაუოკებელი წყურვილი აქვს. ბრაზილიას კი ნეიმარი ჰყავს, რომელიც დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად საუდის არაბეთის, მექსიკის და პოლონეთს დამარცხება მოუწევს. რაც შეეხება ბრაზილიას, „სელესაომ“ მერვედფინალში გასასვლელად სერბეთს, შვეიცარიას და კამერუნს უნდა აჯობოს.

პედრის ესპანეთი კი ჯგუფში საუკეთესოსთვის გერმანიას, კოსტა რიკას და იაპონიას შეეჯიბრება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის მომავალი - შემოთავაზება არც ბარსასგან აქვს და არც პსჟ-სგან
მესის მომავალი - შემოთავაზება არც ბარსასგან აქვს და არც პსჟ-სგან