“მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილების გამო გამოძიება დაიწყო" - შსს-ს განცხადება
Aa
Aa

“მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილების გამო გამოძიება დაიწყო" - შსს-ს განცხადება

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის საპასუხოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“.

- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულამ“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრებიან. მუქარის შემცველი შეტყობინებიდან ვიგებთ ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმის, ნოდარ ნიშნიანიძის გაბრაზების მიზეზს. ის ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ,  სწორედ ნიშნიანიძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ზარის ავტორი ადრესატს, საქართველოს ნაკრების ტექნიკურ დირექტორს, ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ არასამართლიანად ნათესავი ფეხბურთელის დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს. ფეხბურთელებსა და ფედერაციას რომ ემუქრებიან იცის გუნდის კაპიტანმა გურამ კაშაიამაც. საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გინდა, შეგცვალო?“ - სპალეტის კითხვა და ხვიჩას გოლი 30 წამში
„გინდა, შეგცვალო?“ - სპალეტის კითხვა და ხვიჩას გოლი 30 წამში