ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

ოთარ კაკაბაძის მაგარი საგოლე გადაცემა - კრაკოვიამ წარუმატებელი სერია შეწყვიტა

ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ 2-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. პოლონეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „რადომიაკ რადომს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

„კრაკოვიას“ წარმატებაში თავისი წვლილი კაკაბაძემაც შეიტანა. ოთარმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და შეხვედრაში 65-ე წუთზე ჩაერთო. 8 წუთში, ქართველმა ფეხბურთელმა კალმანს გაატანინა და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცნობისთვის, დღეს აღებული 3 ქულის შემდეგ, „კრაკოვიას“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „კრაკოვია“ ლიდერ „ლეგიას“ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა მასზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, „ლეხიას“ წინააღმდეგ გამართავს.

ოთარს რაც შეეხება, პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა მეათე შეხვედრაში მიიღო. მის ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემაა. ოთარმა ერთი მატჩი პოლონეთის თასზე ჩაატარა და გოლით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ იტალიას გამბედაობის მაგალითი მისცა“ - კრავერო ხვიჩას ტრანსფერზე
„ნაპოლიმ იტალიას გამბედაობის მაგალითი მისცა“ - კრავერო ხვიჩას ტრანსფერზე