რონალდ არაუხო
Aa
Aa

მუნდიალზე თამაშის შანსი არსებობს - არაუხოს ოპერაცია წარმატებით დასრულდა

„ბარსას“ დაცვის ლიდერს, ურუგვაელ რონალდ არაუხოს ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელი შესაძლოა მოედანზე ვადაზე ადრე დაბრუნდეს.

Sport-ის ცნობით, ოპერაციმა შესანიშნავად ჩაიარა და მთავარი ექიმის ლასე ლემპაინენის თქმით, რეაბილიტაციის პერიოდიც ხანმოკლე უნდა იყოს. ეს ყველაფეირ კი ურუგვაელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსს უტოვებს.

თავდაპირველად არაუხოს რეაბილიტაციის პერიოდად 2-3 თვე სახელდებოდა, მუნდიალი კი ორ თვეზე ნაკლებ დროში დაიწყება. ოპერაციის წარმატებით დასრულებისა და ფეხბურთელის შესანიშნავი ფიზიკური ფორმის გათვალისწინებით, მოსალოდნელია რეაბილიტაციის ვადის შემცირება.

ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო ალონსო არაუხოს ბოლომდე დაუცდის. „ლა სელესტესთვის“ რონალდი დაცვის მთავარი წევრია.

ტრავმები ბარსელონაში

სექტემბრის სანაკრებო პაუზისას „ბარსამ“ დე იონგი, დეპაი, არაუხო და კუნდე დაკარგა. ვარჯიშზე კი კუნთის ტრავმა ჰექტორ ბელერინმა მიიღო. მცირე დაზიანება აქვს სერხი რობერტოსაც.

გუნდში ამ მომენტისთვის მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე და პოტენციურად გამსოადეგი ყველა ფეხბურთელი დაშავებულია. კლუბს იმედი აქვს, რომ 1 ოქტომბერს „მალიორკასთან“ ლა ლიგის მატჩისთვის სერხი რობერტო დაბრუნებას მოასწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იგესლება როგორც ფუტკარი, დაფარფატებს როგორც პეპელა“ - Libero ხვიჩაზე წერს
„იგესლება როგორც ფუტკარი, დაფარფატებს როგორც პეპელა“ - Libero ხვიჩაზე წერს