კილიან მბაპე
Aa
Aa

ჟირუს მსგავსი - მბაპეს გუნდში ექსტრა კლასის 9 ნომერი სურს

კილიან მბაპე, რომელმაც პსჟ-სთან ახალი ზღაპრული კონტრაქტი გააფორმა და კლუბში თითქმის უსაზღვრო უფლებები მიიღო, ამჯერად პარიზელთა სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა.

RMC Sport-ის ცნობით, ფრანგი უკმაყოფილოა იმით, რომ პარიზულმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას ცენტრფორვარდი არ გაიფორმა. ამ საკითხში ის ეთანხმება ლუის კამპოსს, რომელმაც ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ პსჟ-ს სატრანსფერო კამპანია არც ისე წარმატებული იყო.

მსგავსი აზრი გამოთქვა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემაც და განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს შეტევის გასაძლიერებლად ახალი ტიპის ფეხბურთელის გაფორმება სურდათ, მაგრამ ეს არ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ თავად მბაპემ გასულ კვირას განაცხადა, რომ საფრანგეთის ნაკრებში უფრო თავისუფლად თამაშობს, ვიდრე კლუბში - იმის გამო, რომ მას გუნდში ისეთი ცხრიანი ჰყავს, როგორიც ოლივიე ჟირუა.

გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს კონტრაქტის განახლების მოლაპარაკებების დროს დაჰპირდნენ, რომ გუნდი გაძლიერდებოდა და მსოფლიო დონის ცხრიანს იყიდდნენ. კილიანი უკმაყოფილოა, რომ კლუბმა ეს დაპირება არ შეასრულა.

ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ დაინტერესდა ისეთი თავდამსხმელებით, როგორებიც არიან რობერტ ლევანდოვსკი, ჯანლუკა სკამაკა და მარკუს რაშფორდი. თუმცა, კლუბს ამ მიმართულებით სერიოზულად არ უაქტიურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია
სლუცკი: მას საზღვარი არ აქვს, კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდია