ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უბურთოდ ბევრს მუშაობს, ჩემს სამიზნეთა შორის იყო“ - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება

იტალიაში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი არ წყდება. ამჯერად, „კვარას“ შესახებ „რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაკიმ, „მილანისა“ და „ინტერის“ ყოფილმა თავკაცმა, ალბერტო ძაკერონიმ და „ინტერისა“ და „ფიორეს“ ექს-მოთამაშემ, დანიელე ადანიმ ილაპარაკეს.

ადანი: „მისი ტექნიკური მახასიათებლები მანიშნებელი იყო იმისა, რომ იტალიურ ფეხბურთში, სადაც ტაქტიკური თვალსაზრისით, მსხვერპლის გაღებაც საჭიროა, თავის დამკვიდრება არ გაუჭირდებოდა. ხვიჩა უბურთოდ ბევრს მუშაობს და დრიბლინგის განხორციელების უნარი აქვს, რასაც ემატება ის, რომ ინიციატივის გამოჩენა შეუძლია. მან იცის, ფლანგზე როგორ გაიჭრას და ცენტრისკენ როგორ შევიდეს. შემთხვევითობა არაა, რომ გოლი, როგორც თავით, ისე მარჯვენა და მარცხენა ფეხით გაიტანა. მას გოლის გატანა სისხლში აქვს და გარდა იმისა, რომ გარემარბია, იცის, ფორვარდის ფუნქციები როგორ შეითავსოს. საქართველოს ნაკრებში სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. სპალეტის დახმარებით, იგი რამდენიმე კომპონენტში მოუმატებს, რომელთა შორის იქნება: თანაგუნდელებთან ურთიერთქმედება, მოკლე მონაკვეთში კომბინირება და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად თავის აწევის საჭიროება“.

ძაკერონი: „კვარამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მის შესახებ არაფერი ვიცოდი და ის როგორღაც ყოველთვის ახერხებს, რომ თამაშში სწორ დროს ჩაერთოს“.

პეტრაკი: „კვარაცხელიას ძალიან კარგად ვიცნობ და იგი ჩემი სამიზნეების სიაში იყო. სპალეტიმ კარგად იმუშავა და მისი უპირატესობა ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღებაში მდგომარეობს“.

შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, ხვიჩას „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ადგილს იკავებს და 17 ქულა აქვს. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება „ტორინოა“, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს, საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი ხვიჩაზე: „მისი სატრანსფერო ფასი შესაძლოა 100 მილიონი ევრო გახდეს“
სიომინი ხვიჩაზე: „მისი სატრანსფერო ფასი შესაძლოა 100 მილიონი ევრო გახდეს“