ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას თამაში ისევ საეჭვოა | ინდივიდუალურად ივარჯიშა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს მინდორზე ინდივიდუალურად ივარჯიშა, გუნდურ სავარჯიშო პროცესში არ მონაწილეობდა. შესაძლოა, სერია A-ს შემდეგი ტური გამოტოვოს, „ნაპოლი’’ „ბოლონიას’’ მიიღებს (11 მაისი, 20:00). სერია A-ს გასული სეზონის ტრიუმფატორსა და საუკეთესო ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს.

ხვიჩამ სერია A-ს გასულ ტურში „უდინეზესთან’’ შეხვედრა გამოტოვა. შესაძლოა, „პარტენოპეის’’ „ბოლონიასთანაც’’ ვერ დაეხმაროს. სეზონის დასრულებამდე სამი ტური რჩება, ფრანჩესკო კალცონას გუნდი „ბოლონიას’’, „ფიორენტინასა’’ და „ლეჩეს’’ შეხვდება.

სერია A-ში „ნაპოლიმ'' 35 მატჩში 51 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და მე-7 პოზიციაზე მყოფ „ლაციოს'' ხუთი ქულით ჩამორჩება. თუ „ნაპოლი'' მე-7 ადგილზე გავა, შემდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს. გუნდის მიზანი სწორედ ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაა, თუმცა ამ მიზნის მიღწევა რთული იქნება.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნეაპოლელები აპირებენ, მას ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივონ და ხელფასი გაუზარდონ. მხარეებს შორის მთავარი პრობლემა სწორედ ანაზღაურებაა. „ნაპოლი“ მზადაა, ხვიჩას 3.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, „კვარას“ წარმომადგენლებს კი მეტის მიღება სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები