ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სიომინი ხვიჩაზე: „ნაკრებში შედეგიანი იყო, დიდი პოტენციალი აქვს“

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. სიომინი ერთა ლიგის მატჩებს გამოეხმაურა და „კვარას“ მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული შეხვედრები შეაფასა.

„ხვიჩა საქართველოს ნაკრებში გაემგზავრა და ძალიან შედეგიანი იყო. თავისი სახელი უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა და დიდი პოტენციალი აქვს! კვარაცხელია დაცვაში უკეთ თამაშობს და მწვრთნელებმა მისი მინუსები აღმოფხვრეს. თითოეულ შეხვედრაში, იქნება ეს ნაკრების მაისურით გამართული მატჩი თუ კლუბის რიგებში ჩატარებული შეხვედრა, ხვიჩა მაქსიმალურ შედეგს აჩვენებს. ზედმეტად „ჭკვიანი“ უნდა ყოფილიყო, ჩვენთან ყოფნისას მისი ნიჭი რომ ვერ დაგენახა“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სერია A წარმატებით დაიწყო. „კვარამ“ 7 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

სანაკრებო დონეს რაც შეეხება, „ჯვაროსნების“ მაისურით, ხვიჩამ ერთა ლიგაზე მონაწილეობა 6 დაპირისპირებაში მიიღო და 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის არა მხოლოდ ნაპოლის, არამედ საქართველოსაც მიათრევს“ - რუსეთში კვარას ვერ ივიწყებენ
„ის არა მხოლოდ ნაპოლის, არამედ საქართველოსაც მიათრევს“ - რუსეთში კვარას ვერ ივიწყებენ