„მანჩესტერ იუნაიტედი“ სერხიო რამოსით ინტერესდება
Aa
Aa

„მანჩესტერ იუნაიტედი“ სერხიო რამოსით ინტერესდება

"მანჩესტერ იუნაიტედი" დაცვის ხაზის გაძლიერებას მადრიდის „რეალის“ მცველით, სერხიო რამოსით აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „Daily Mail” ავრცელებს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „მანკუნიანელები“ მზად არიან რომ „სამეფო კლუბს“ 27 მილიონი ევრო გადაუხადონ. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ყველაფერზე შეთანხმდებიან, ესპანელი ვარსკვლავი „ოლდ ტრაფორდზე“ ამ ზაფხულშივე გადაბარგდება.

გასულ სეზონში, სერხიო რამოსმა „ლა ლიგაში“ 27 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარის აღება 4-ჯერ შეძლო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები