„ამას არ ველოდით“
„ამას არ ველოდით“
ბრაზილია მეოთხედფინალშია
ბრაზილია მეოთხედფინალშია
გმირი ხორვატიიდან
გმირი ხორვატიიდან
ნეიმარი ბრუნდება
ნეიმარი ბრუნდება
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
იბრა ბრუნდება
იბრა ბრუნდება
დოლიძის გამარჯვება
დოლიძის გამარჯვება
3 თვეს გამოტოვებს
3 თვეს გამოტოვებს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
არგენტინა მეოთხედფინალშია
არგენტინა მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
„სპალეტის კრიტიკას თავისი ლოგიკა ჰქონდა“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
Aa Aa
26 სექტემბერი 2022  |  18:28

„სპალეტის კრიტიკას თავისი ლოგიკა ჰქონდა“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

რამდენიმე დღის წინ, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის მხრიდან, ხვიჩა კვარაცხელიას გაკრიტიკებას იტალიურ მედიაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

ჟურნალისტების ნაწილმა სპალეტი გაამტყუნა და თქვა, რომ მან ქართველი ფეხბურთელი არ უნდა შეზღუდოს, ნაწილმა კი გარკვეულწილად იტალიელი სპეციალისტის სიტყვები გაამართლა.

ცნობილმა ჟურნალისტმა, პეპე იანიჩელმა Canale 21-თან ინტერვიუს დროს აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიურმა მედიამ სპალეტის სიტყვები არასწორად გაიგო.

რას ამბობს იანიჩელი:

ფეხბურთელების გაკრიტიკება გარკვეულწილად თამაშის ნაწილია, მაგრამ ახლა რისი მოწმენიც გავხდით, ეს მწვრთნელის თამაშია. შეიძლება სიტყვებს ცოტა გადააჭარბო, მაგრამ პრესკონფერენციაზე ასე დაჟინებით კრიტიკა არ შეიძლება. თუმცა, ვფიქრობ, რომ მასწავლებლური შესწორება იყო, რომელსაც თავისი ლოგიკა ჰქონდა. ხანდახან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელის თამაშით არ დაკმაყოფილდე, მით უმეტეს ისეთი პერსპექტიული ფეხბურთელით, როგორიც ხვიჩაა. ის მუდამ უნდა ვითარდებოდეს და საკუთარ თავზე მუშაობდეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ, მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„დონჩიჩის მსგავსად კლუბის ბედის შეცვლა შეუძლია“ - Tuttonapoli-ი ხვიჩაზე
„დონჩიჩის მსგავსად კლუბის ბედის შეცვლა შეუძლია“ - Tuttonapoli-ი ხვიჩაზე