საქართველოს 19-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

გამანადგურებელი ანგარშით - 19-წლამდე ნაკრები ინგლისთან დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი სტუმრად ინგლისის ასაკობრივ გუნდთან გამართა და სამწუხაროდ, გამანადგურებელი ანგარიშით - 6:0  დამარცხდა.

განვლილი მატჩი თავიდან-ბოლომდე ინგლისელი ფეხბურთელების უპირატესობით და კარნახით მიდიოდა და საბოლოოდ მათივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

შეიძლება ითქვას, რომ საიმონ რასკის გუნდმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. ანგარიში მე-10 წუთზე სონი პერკინსმა გახსნა, ზუსტად 10 წუთში კი ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩვენი გუნდის კარში ზუსტი თერთმეტმეტრიანით დუბლი შეასრულა. ტაიმის მიწურულს, 42 წუთზე პერიკნსმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და საკუთარ ანგარიშზე ჰეთთრიკი გაიფორმა. მატჩის პირველი ნახევარი ინგლისელმა ფეხბურთელებმა 3:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში რასკის ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრების კარში კიდევ 3 გოლი გაიტანეს. 51-ე წუთზე ოკლი კანონიერმა სხვაობა 4-ბურთამდე გაზარდა, ზუსტად 7 წუთში ომარ ფორსონმა მე-5 გოლი შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ოკლი კანონიერმა დააფიქსირა - 6:0.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-9 სატურნირო ცხრილში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ორიდან ორივე მარცხი აქვს და 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, სტუმრად მონტენეგროს 19-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები