ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამჯერად საქართველოს ნაკრებში გაიბრწყინა“ - იტალიური პრესა ხვიჩას თამაშზე

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა და „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია. აი, როგორ გამოეხმაურნენ იქაური გამოცემები „კვარას“ თამაშს:

Sky Sport Italia: „ხვიჩა კვარაცხელია კვლავ პროტაგონისტია, ოღონდ, ამჯერად, საქართველოს ნაკრების რიგებში. ნაპოლის ტალანტმა ჯერ ანგარიშის გახსნაში შეიტანა დიდი წვლილი, შემდეგ კი კონტრშეტევაზე შეაგდო. მას ზივზივაძემ გაატანინა, რომელმაც მეტოქის მცველების შეცდომით ისარგებლა“.

Calciomercato: „სუპერ კვარაცხელიამ საქართველო B ლიგაში აღაზევა. ნეაპოლელი ხვიჩას საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო, კვარაცხელიამ კი ავტოგოლი შექმნა და გოლი გაიტანა“.

Gonfialarete: „კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებშიც გაიბრწყინა. პროტაგონისტი და შოუ პირველ ნახევარში. მიოვსკის ავტოგოლი ნაპოლის 77 ნომრის ქმედებამ განაპირობა. შემდეგ ხვიჩამ ყველაფერი გოლით დაასრულა და მატჩი დახურა. ელმასმა და კვარამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს და ხვიჩას ორშაბათს გიბრალტართან ვიხილავთ“.

ალფრედო პედულას ოფიციალური ვებგვერდი: „ხვიჩა კვარაცხელია არა მხოლოდ ნაპოლის, არამედ საქართველოს ნაკრების პროტაგონისტიცაა. გოლი და ბევრი სუპერ ქმედება. ჩრდილოეთ მაკედონია დანოკაუტებულია. ხვიჩამ გოლი გაიტანა და ავტოგოლი შექმნა. ამ წარმატებით, საქართველომ ჯგუფში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა“.

Tuttonapoli: „საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაიმარჯვა და ჩვეული პროტაგონისტი ჰყავდა - ხვიჩა კვარაცხელია. ნაპოლის შემტევმა ჯგუფის მოგება და B ლიგაში დაწინაურება იზეიმა“.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების მომდევნო გაჩერება გიბრალტარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი საუკეთესო იყო - Whoscored-ისა და Sofascore-ის შეფასებები
მამარდაშვილი საუკეთესო იყო - Whoscored-ისა და Sofascore-ის შეფასებები