ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად: მამარდაშვილმა ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ღამურებთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ახალი შეთანხმების მიხედვით, 21 წლის მეკარე „ვალენსიაში“ 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება, არაოფიციალური ინფორმაციით კი მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბის მაისურით 27 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო კოპა დელ რეიზე „ბეტისის“ წინააღმდეგ ფინალური მატჩი, რომელშიც „ღამურები“ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Giornale: „რატომ არ ურჩია კალაძემ კვარა თავის მეგობარ მალდინის?“
Il Giornale: „რატომ არ ურჩია კალაძემ კვარა თავის მეგობარ მალდინის?“