ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Il Giornale: „რატომ არ ურჩია კალაძემ კვარა თავის მეგობარ მალდინის?“

„მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ, იტალიური გაზეთი, Il Giornale ხვიჩა კვარაცხელიაზე და შარლ დე კეტელარეზე წერს. Il Giornale „კვარას“ აქებს და ინტერესდება, „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ თავის მეგობარს, პაოლო მალდინის ხვიჩას შეძენა რატომ არ ურჩია.

„წარმოუთქმელი გვარის მქონე ფეხბურთელების დუელი კვარამ მოიგო. იგი სან სიროზე საშიშად გამოიყურებოდა, რაც ბოლო წლებში ნაპოლის ბევრ მოთამაშეს არ გაუკეთებია. 7 ტური საკმარისი აღმოჩნდა, რათა ინსინიეს მემკვიდრე სერია A-ში ბუგიმენი გამხდარიყო და შემთხვევითობა არაა, რომ ყოველთვის, როცა როსონერი მის შეჩერებას ახერხებდა, სან სირო ისე ზეიმობდა, თითქოს მის საყვარელ გუნდს გოლი გაეტანოს.

კიაერის უხეშობა, წესების დარღვევა კალაბრიას მხრიდან. ორივე მათგანმა ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენებაზე პიოლიმ ისინი გასახდელში დატოვა. ცვლილებები უშედეგო აღმოჩნდა, რადგან დესტმა კვარას ჩაარტყა, რამაც თერთმეტმეტრიანის დანიშვნა განაპირობა. ერთი კითხვა გვაქვს: „რატომ არ ურჩია კალაძემ კვარაცხელია თავის მეგობარ მალდინის?“

ცნობისთვის, „მილანთან“ აღებული 3 ქულის შემდეგ, „პარტენოპეის“ 17 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას პირველ ოქტომბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ტორინოს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 10 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფეხბურთელი: „ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია“
ნაპოლის ფეხბურთელი: „ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია“