შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

ზედიზედ მე-3 მარცხი - ჰალ სიტიმ სტოკთან წააგო

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ საკუთარ მოედანზე „სტოკ სიტის“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ უშანსოდ, 3 ბურთის სხვაობით, 0:3 დამარცხდა.

სტუმრებმა ანგარიში 25-ე წუთზე ბეიკერის გოლით გახსნეს, პირველი ტაიმის მიწურულს კი ვილმოტმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში, ბეიკერმა „ჰალის“ კარში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

სკოტთან მარცხი ჰალისთვის ზედიზედ მესამე იყო, მიმდინარე სეზონში კი არველაძემ ჩემპიონშიფში მეოთხედ წააგო.

10 ტურის შემდეგ შოთის გუნდი სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. „ჰალ სიტი“ მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს, სტუმრად „სუონსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უსიამოვნო ფაქტის საპასუხოდ - ნაპოლის კარგი ჟესტი ერთგულ ქომაგს
უსიამოვნო ფაქტის საპასუხოდ - ნაპოლის კარგი ჟესტი ერთგულ ქომაგს