ევროპის ჩემპიონატის ფინალი გორში ჩატარდება
12 ივლისს, უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალისტები გამოვლინდნენ.
ევროპის უძლიერესი გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის 19-წლამდე ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.
ევრო 2017-ის რიგით მეთექვსმეტე ფინალს ქალაქი გორი უმასპინძლებს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გადამწყვეტი შეხვედრა 15 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.
უეფას 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 2002 წლიდან ტარდება. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ფინალისტებს ევროპის ჩემპიონის ტიტული ამ ასაკობრივ ჯგუფში არასდროს მოუგიათ.
წყარო: gff.ge