ევრობასკეტი, დუდა სანაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, თურქეთის კალათბურთელთა ნაკრები, ფურკან კორკმაზი
Aa
Aa

„ეს ქუჩური ჩხუბი იყო“ - კორკმაზი სანაძესთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

ევრობასკეტ 2022-ის A ჯგუფში, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის მიმდინარეობისას, მე-4 მეოთხედის 4:48 წუთზე დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის გამო, მსაჯებმა ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სანაძესა და კორკმაზს შორის დაპირისპირება გასახდელში ფიზიკურ სწორებაში გადაიზარდა.

თურქული მხარე ამბობს, რომ ინციდენტში დუდა სანაძის გარდა კიდევ ორი ქართველი კალათბურთელი - თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძეც მონაწილეობდნენ.

თურქეთის ნაკრებისა და ფილადელფიას კალათბურთელმა, ფურკან კორკმაზმა მომცდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა. კალათბურთელის კომენტარს BaketNews-ი ავრცელებს.

რას ამბობს კორკმაზი:

თქვენ ნახეთ მოედანზე მომხდარი ინციდენტის ნაწილი. მან შეურაცხყოფა მომაყენა, რის გამოც ერთმანეთს დავუპირისპირდით. არავის ვაპატიებ ჩემთვის ასეთი სიბინძურეების თქმას. რაც მოხდა, ეს თამაშის შემადგენელი ნაწილია. მოთამაშეები ყოველთვის რაღაცას ვეუბნებით ერთმანეთს, მაგრამ რაც მან მითხრა, ეს ყოვლად დაუშვებელია. ამ ყველაფერზე ვრეაგირებ როგორც ადამიანი და არა როგორც მოთამაშე.

თურქმა კალათბურთელმა გასახდელში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას დუდა სანაძესთან ერთად ფიზიკურად გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც დაუპირისპირდნენ:

როდესაც გასახდელისკენ მივდიოდი, ჩემთან ერთად სამედიცინო შტაბის წარმომადგენელიც იყო. სანამ გასახდელში შევიდოდი, დავინახე, რომ ჩვენკენ სამი კალათბურთელი და ორი დაცვის ბიჭი მორბოდა. აქ კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ორივე გუნდის მხრიდან.

შემდეგ განვითარებული ამბები კი ქუჩის ჩხუბს ჰგავდა. ეს აღარ იყო საუბარი, ან მოლაპარაკება. ეს ხალხი მოვიდა ჩვენთან და ფიზიკურად გასწორება სცადა. რა თქმა უნდა, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ, გავაკეთეთ ის, რასაც ასეთ დროს მამაკაცები აკეთებენ. არ ვიცი, დაცვის წარმომადგენლები უსაფრთხოების უზრუნველყოფას ახდენდნენ, თუ თავის მოთამაშეების მიმართ ტოლერანტობა გამოიჩინეს. ფაქტია, რომ ერთმანეთს მუშტები ვურტყით, ეს იყო ქუჩური ჩხუბი.

ცნობისთვის, თურქული მხარე FIBA-სგან უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევრობასკეტის დატოვებით იმუქრება. თურქები ასევე ამტკიცებენ, რომ მოედანზე ინციდენტის მიმდინარეობისას ტაბლოზე დრო 22 წამის განმავლობაში არ გაჩერებულა და წამმზომი ტყუილად იყო ჩართული. თურქეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელები FIBA-სგან ამ საკითხის გამოძიებასაც ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კამერების ჩანაწერებს თუ არ გვაჩვენებთ, ტურნირს დავტოვებთ“ - თურქები ბოიკოტით იმუქრებიან
„კამერების ჩანაწერებს თუ არ გვაჩვენებთ, ტურნირს დავტოვებთ“ - თურქები ბოიკოტით იმუქრებიან