ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გამაგიჟებელი ტალანტია“ - ცნობილი იტალიელი კომენტატორი ხვიჩაზე

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა მაურიციო კომპანიონიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ქართველ ფეხბურთელს დიდი პერსპექტივა აქვს.

,,ნაპოლიმ'' დაამტკიცა, რომ დიდებული გუნდია, მაგრამ ნათელია, რომ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშში განსხვავებას ქმნიან. ლუჩიანო სპალეტის ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. კვარაცხელია ძალიან პერსპექტიულია. მის შესახებ საკმარისად არ საუბრობენ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. არგენტინელი ან ბრაზილიელი რომ ყოფილიყო, ყველა მასზე ილაპარაკებდა. ის გამაგიჟებელი ტალანტია, მასში სასაცილოდ დაბალი სატრანსფერო თანხა გადაიხადეს, ის გაცილებით დიდი თანხა ღირს''.

ხვიჩას შესახებ ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომაც ისაუბრა. მისი აზრით, კვარაცხელიას უდიდესი პოტენციალი აქვს.

შეგახსენებთ, სერია ა-ს სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, სერია ა-ს საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მისი სტარტი უპრეცედენტო და გასაოცარია“ - BT Sport-ის წამყვანები ხვიჩაზე
,,მისი სტარტი უპრეცედენტო და გასაოცარია“ - BT Sport-ის წამყვანები ხვიჩაზე