კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

სტატისტიკა - 17 წელია რონალდუს ასეთი რამ არ მოსვლია

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლესტერს“ სტუმრად 1:0 მოუგო და ზედიზედ მესამე გამარჯვება გაიფორმა.

ამ შეხვედრაში ერთი საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს ეხება. კერძოდ, პორტუგალიელმა თავის კარიერაში 2005/06 წლების სეზონის შემდეგ პირველად, ჩემპიონატის საწყის 5 ტურში გოლის გატანა ვერ შეძლო.

საწყის ხუთ ტურში 37 წლის პორტუგალიელს მოედანზე ჯამში 175 წუთი აქვს გატარებული, მის ანგარიშზე არცერთი გოლი, არცერთი შედეგიანი გადაცემა არ ფიქსირდება. ბოლოს ასეთი რამ რონალდუს წლის დასაწყისში დაემართა, როცა 3 იანვრიდან 12 თებერვლამდე პრემიერ ლიგაში გოლს + პასის სისტემით ნული ქულა ჰქონდა.

„როდესაც კაზემირო და რონალდუ თავიანთ ფორმებს დაუბრუნდებიან, ყველაფერი გაუმჯობესდება“. - ამბობს ერიკ ტენ ჰაგი, რომელსაც პორტუგალიელის ეიმედება და მოხარულია, რომ რონალდუ გუნდში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერს ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოგბას საქმე: ბინაში შეიყვანეს და M16-ებით დახვდნენ, 13 მილიონი მოითხოვეს
პოგბას საქმე: ბინაში შეიყვანეს და M16-ებით დახვდნენ, 13 მილიონი მოითხოვეს