გიორგი მამარდაშვილი, პედრი
Aa
Aa

მამარდაშვილი, პედრი და სხვები - U21, ტოპ 5 ლიგის თვის გუნდი

გიორგი მამარდაშვილმა 2022-23 წლების სეზონი ჩინებულად დაიწყო და რამდენიმე დამაჯერებელი მატჩის შემდეგ, მორიგი აღიარებაც მოიპოვა.

პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა SofaScore-მა ტოპ 5 ლიგებში მოთამაშე 21-წლამდე ფეხბურთელთა აგვისტოს თვის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც მეკარის პოზიციაზე ნომერ პირველი სწორედ მამარდაშვილია.

მამარდაშვილმა ევროპულ წამყვან ლიგებში ახალგაზრდა მეკარეთა შორის საუკეთესო შეფასება 7.07 მიიღო.

„მამარდამ“ „ღამურების“ რიგებში დღემდე 24 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 10 შემთხვევაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

მამარდას საუკეთესო მომენტები ატლეტიკოსთან მატჩში

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მეკარის დამაჯერებელმა თამაშმა „მანჩესტერ სიტის" ყურადღებაც მიიპყრო.

ქართველ ლეგიონერთან ერთად გუნდში ისეთი ვარსკვლავებიც მოხვდნენ, როგორებიც პედრი და ჯამალ მუსიალა არიან.

მთლიანად გუნდი ასე გამოიყურება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს ბოლო შანსი - იჯარით ნაპოლიში?
რონალდუს ბოლო შანსი - იჯარით ნაპოლიში?