პოლ პოგბა
Aa
Aa

პოგბას საქმე: ბინაში შეიყვანეს და M16-ებით დახვდნენ, 13 მილიონი მოითხოვეს

პოლ პოგბას ოჯახური სკანდალის ირგვლივ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი წერს, რომ „იუვენტუსის“ ნახევარმცველისთვის თავისი ძმა მატიასი ფულის გამოძალვას ცდილობს. საუბარია 13 მილიონ ევროზე.

RMC Sport-ის ცნობით, 20-21 მარტის ღამეს პოგბა პარიზის გარეუბანში მდებარე ბინაში შეიყვანეს, სადაც შეიარაღებული პირები იმყოფებოდნენ. ასე მოხდა კლერფონტენში საფრანგეთის ნაკრების სასწავლო ბანაკის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს საფრანგეთის ნაკრების მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, კლერფონტენის რაიონში მოხდა.

საღამოს პოგბას აცნობეს, რომ მისი ბავშვობის მეგობრებს მატჩის შემდეგ მასთან შეხვედრა სურდათ. რამდენიმე საათში პოლი ადგილზე მიიყვანეს. 9 აგვისტოს ფეხბურთელმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ იქ ორი მამაკაცი დახვდა, რომლებიც M16-ებითა და სხვადასხვა ავტომატური ტიპის იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი.

მას 13 მილიონი ევრო მოსთხოვეს. მათ ეს იმით ახსნეს, რომ 13 წლის განმავლობაში ისინი ფარულად მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. პოგბამ რა თქმა უნდა, თანხის გადახდაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, ფეხბურთელი ერთი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვეს, რომელსაც ბაბაკარი ერქვა. პოგბას თქმით, მან ამ პიროვნებას აპრლში 100 ათასი ევრო გადასცა.

მიუხედავად ამ მოვლენებისა, პოგბა ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე დროულად მივიდა და თითქოს არაფერი მომხდარა. 25 მარტს მან კოტ დ'ივუარის წინააღმდეგ 88 წუთი ითამაშა.

14 ივლისს, პოგბას „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ, ტურინული კლუბის ბაზაზე სამი ადამიანი მივიდა და შეხვედრა ითხოვა. დაცვის სამსახურმა ამის შესახებ პოლი გააფრთხილა, ნახევარმცველმა კი შეხვედრაზე უარი თქვა. RMC Sport-ის ცნობით, მატიას პოგბა იმ დღეს ტურინში იმყოფებოდა. Le Monde წერს, რომ ამის შესახებ პოლმაც შეიტყო.

ორი დღის შემდეგ პოგბამ იტალიელ სამართალდამცავებთან მისვლა და ყველაფრის მოყოლა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ პოგბას ძმა მატიასი საპირისპიროს ამბობს და ამტკიცებს, რომ პოლს მისი სიკვდილი ან ციხეში ჩასმა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,წნეხს უნდა გაუძლოს“ - კალიარის ექს-ფორვარდმა ხვიჩაზე ისაუბრა
,,წნეხს უნდა გაუძლოს“ - კალიარის ექს-ფორვარდმა ხვიჩაზე ისაუბრა