იუტა ნაკანო, რუსთავი, თბილისის მერანი
Aa
Aa

იაპონელის ჰეთ-თრიკი - ნაკანოს ეფექტური თამაში რუსთავში

საქართველოს ჩემპიონატში 22 წლის იაპონელი ფეხბურთელი იუტა ნაკანო გამოჩნდა, რომელმაც თბილისის ,,მერანთან'' შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-20 ტურში ,,რუსთავმა'' ,,თამაზ სტეფანიაზე'' თბილისის ,,მერანი'' 4:0 დაამარცხა. იაპონელი შემტევის სამი გოლიდან აღსანიშნავი პირველი გოლია, რომელიც ეფექტური გამოვიდა. იუტა ნაკანოს მეორე გოლის ეპიზოდში პაატარა კიტეიშვილმა გარე ტერფით შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

22 წლის იაპონელმა ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონატის ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

,,რუსთავში'' გადასვლამდე იუტა ნაკანო პორტუგალიური ,,პორტიმონენსეს'' 23-წლამდე გუნდში ასპარეზობდა.

იუტა ნაკანოს YouTube-ზე საკუთარ არხი აქვს, სადაც პერიოდულად ვლოგებს აქვეყნებს.

მასალაში გამოყენებულია ,,რუსთავის'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიხვდა, რომ სერია A რთული ჩემპიონატია“ - რას წერენ იტალიაში ხვიჩაზე
„მიხვდა, რომ სერია A რთული ჩემპიონატია“ - რას წერენ იტალიაში ხვიჩაზე