ილიას ზუროსი, გიორგი ცინცაძე
Aa
Aa

“რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“ - ზუროსი იტალიასთან მარცხის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში იტალიის ნაკრებმა საქართველო 91:84 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში ილიას ზუროსი და გიორგი ცინცაძე გამოცხადნენ და კომენტარი გააკეთეს.

ცინცაძე:

„რთული თამაში გამოვიდა. ეს პირველი თამაში იყო მას შემდეგ, რაც თორნიკე გამოგვაკლდა. ჩვენმა ნაკრებმა დაცვაში კარგად ითამაშა. გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ მჯერა ყველაფერი წინ არის. მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ვიბრძოლებთ. წინ ევრობასკეტი გვაქვს და კარგად უნდა მოვემზადოთ.

ევრობასკეტს 3 წელია ველოდებით. მთელი ქვეყანა მოლოდინშია. ძალიან სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ჩვენი კაპიტანი შენგელია დავკარგეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძლიერი ნაკრები გვყავს და ვიბრძოლებთ. ევრობასკეტზე ადვილი თამაშები არ არსებობს, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სამწუხაროა, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს. იმედი მაქვს ჩვენი ნაკრები ძალებს მალე აღიდგენს.“

ზუროსი:

იტალია კარგად მოემზადა. ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ. მათ პარკეტზე ყველაფერი გააკეთეს. შეცდომები დავუშვით, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ეს პირველი თამაში იყო, როდესაც თორნიკე არ გვყავდა. ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კაპიტანს ვკარგავთ. გუნდმა ამაზე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და იტალიასთან ბოლომდე იბრძოლა.

იმედგაცრუებული ვარ, რადგან ბევრი ტრავმირებული გვყავს. მთავარი კი რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელიაა. მჯერა, წინ კიდევ ბევრი მატჩია და წარმატებას მივაღწევთ. იტალიაში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. შემდეგ თამაშს თბილისში ჩავატარებთ. ეს მატჩი დასრულდა და იტალიას საუკეთესოს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, თუ ისე ვითამაშებთ ევრობასკეტზე, როგორც დღეს წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

ყველანაირ სიტუაციასთან ადაპტაცია უნდა მოვახერხოთ და პრობლემებს გავუმკლავდეთ. მე მყავს ცინცაძე, შერმადინი და სხვა ძლიერი კალათბურთელები!! ჩემი გუნდის და მოთამაშეების ბოლომდე მჯერა. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს!. მატჩში დაშვებული გარკვეული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. დეტალებს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. ვიმეორებ, ეს რთული მატჩი იყო, რადგან პირველად არ გვყავდა შენგელია.“

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო გოგა ბითაძე იყო. მის აქტივში 19 ქულა, 13 მოხსნა და 1 პასია. ასევე აღსანიშნავია, რომ გიორგი ცინცაძემ 8 ქულა 10 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. მაკფადენმა 16 ქულა ჩააგდო შერმადინმა - 12, სანაძემ - 11, სანდრო მამუკელაშვილმა - 8, კახა ჯინჭარაძემ - 5, ბექა ბურჯანაძემ - 3, ბექა ბექაურმა - 2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ