კვეკვესკირი ვილიარეალის წინააღმდეგ - კონფერენს ლიგაზე ქართველების მეტოქეები ცნობილია
UEFA-ს კონფერენს ლიგის 2022-23 წლების სეზონის წილისყრის შედეგები ცნობილია:
A ჯგუფი: ბაშაქშეჰირი, ფიორენტინა, ჰართსი, რფს.
B ჯგუფი: ვესტ ჰემი, სტიაუა, ანდერლეხტი, სილკებორგი.
C ჯგუფი: ვილიარეალი, ბეერ-შევას ჰაპოელი, აუსტრია, ლეხი.
D ჯგუფი: პარტიზანი, კიოლნი, ნიცა, სლოვაცკო.
E ჯგუფი: ალკმაარი, აპოლონი, ვადუცი, დნიპრო-1.
F ჯგუფი: გენტი, მიოლდე, შემროკი, იურგორდენი.
G ჯგუფი: პრაღის სლავია, კლუჟი, სივასპორი, ბალკანი.
H ჯგუფი: ბაზელი, სლოვანი, ჟალგირისი, პიუნიკი.
შეგახსენებთ, კონფერენს ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (სამივე ,,სლოვანი''), ნიკა კვეკვესკირი, გიორგი წიტაიშვილი (ორივე პოზნანის ლეხი) იასპარეზებენ.
''სლოვანი'' H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ''ბაზელი'', ''ჟალგირისი'' და ''პიუნიკი'' არიან.
C ჯგუფში პოზნანის ''ლეხი'' ''ვილიარეალს'', ბეერ-შევას ''ჰაპოელსა'' და ვენის ''აუსტრიას'' შეხვდება.