მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

დვალიშვილი: “ხაბიბს პატივს ვცემ, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია!“

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში თავისი მე-8 გამარჯვება ჟოზე ალდოს ჩინებულ სტილში დამარცხებით იზეიმა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა და უკვე საჩემპიონო ბრძოლის მიღების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტადაც ითვლება.

ალდოს დამარცხების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

დვალიშვილი:

„მოგესალმებით ყველას. ბრძოლის შემდეგ თავს დიდებულად ვგრძნობ. არ ვიცი რა ვთქვა. ახლა, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ეს ჩემი მეათე ბრძოლა იყო. ყველა გამარჯვება დიდებულია. ალდოს დამარცხება ყველაფერზე მეტყველებს. უფრო ამაღელვებელი ბრძოლა მინდოდა, მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგე თავს შესანიშნავად იცავდა და ფეხს ბრწყინვალედ ხმარობდა.

დღეს ყველაზე მშვიდი და მოტივირებული ვიყავი. ყველაფერი იდეალურად იყო. არ ვნერვიულობდი. როდესაც გავიგე, რომ ალდოსთან უნდა მეჩხუბა შოკირებული არ ვიყავი. UFC-ში ყველა ბრძოლა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ყველასთან ვიჩხუბებ.

ვიცი, რომ წინ ბევრი ბრძოლა მაქვს. ჩემს დივიზიონში არაერთი კარგი ახალგაზრდაა, რომლებთან დაპირისპირებაც კარგი გამოცდილება იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ალჯოს, რადგან ვარჯიშებში ძალიან მეხმარებოდა. მე პროფესიონალი მებრძოლი ვარ და არ აქვს მნიშვნელობა გულშემატკივრები მამხნევებენ თუ მისტვენენ. ფოკუსირებული მხოლოდ ბრძოლაზე უნდა ვიყო.

ყველა მებრძოლს თავისი სტილი აქვს. მაგალითად, მე არ შემიძლია ხაბიბის სტილს მივბაძო. ის განსაკუთრებული ლეგენდაა. ჩვენ უბრალოდ ერთი კუთხიდან კავკასიიდან ვართ. აქ არის ძალიან ბევრი მთა. მე ერთ მხარეს ვარ, ხოლო ხაბიბი მეორე. ერთნაირი კულტურის ხალხი ვართ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მე ქრისტიანი ვარ ის კი მუსლიმი.

საქმე ასეა. ის რუსეთის სახელით გამოდის. ადრე დაღესტნელებს დამოუკიდებლობა ჰქონდათ, ახლა აღარ აქვთ. ამ რუკაზე საქართველოა გამოსახული. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს გარკვეული ტერიტორიები დაიპყრო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რუსეთი ოკუპანტია და მათ საქართველოს 20%  დაიპყრეს. ახლა ისინი იგივეს უკრაინაში აკეთებენ. არ ვიცი ეს ომი როგორ უნდა დასრულდეს, მე უძლური ვარ. ხაბიბს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე მერაბ დვალიშვილი ვარ და მას არ შემადაროთ"

მადლობა ყველას. ქართველებო მიყვარხართ. მადლობა გვერდში დგომისთვის და ყველაფერი წინ არის. წარმატებები ჩვენს ბიჭებს - გიგას, ილიას, რომანს.. მათ წინ ბრძოლები აქვთ და წარმატება მინდა ვუსურვო. არის კიდევ ერთი მებრძოლი ამირან გოგოლაძე! ის დიდი ტალანტია და საუკეთესოს ვუსურვებ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნებისმიერის დამარცხება შემიძლია“ - დვალიშვილი ESPN-ს ესაუბრა
“ნებისმიერის დამარცხება შემიძლია“ - დვალიშვილი ESPN-ს ესაუბრა