მერაბ დვალიშვილი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორი: ქართველებს არ აფასებენ, დვალიშვილი მაგარი მებრძოლია

მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს ბრძოლას, UFC-ის სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქართველი მებრძოლის შესანიშნავ გამარჯვებას ლეგენდარული კონორ მაკგრეგორიც გამოეხმაურა, რომელმაც მერაბი და ზოგადად ქართველი მებრძოლები შეაქო.

„ეს ქართველები ნამდვილად დაუფასებელი და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილები არიან. ამ ქვეყნიდან ძალიან ბევრი დაუჯერებლად მაგარი მოჭიდავე და გრეპლერია. ზუსტად რომ მოჭიდავეები არიან. ეს ბიჭი მერაბი, ძალიან მაგარი პატარა მებრძოლია“.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა 3 რაუნდს გაგრძელდა და დვალიშვილის უპირატესობა აშკარა იყო. მერაბისთვის ეს მე-8 გამარჯვება გახლავთ.

მერაბმა ამ გამარჯვების შედეგად, ტიტულზე ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტის სტატუსი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბ დვალიშვილი: მე კავკასიელი ვარ და არა საბჭოთა კავშირელი
მერაბ დვალიშვილი: მე კავკასიელი ვარ და არა საბჭოთა კავშირელი