ვატო არველაძე, ნეფთჩი
Aa
Aa

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნეფთჩის წარმატების მიღწევაში დავეხმარო“ - ვატო არველაძე

ქართველმა თავდამსხმელმა, ვატო არველაძემ ბაქოს „ნეფთჩიში“ გადასვლის შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ Azerisport-ს მისცა და აზერბაიჯანულ კლუბში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

ძალიან მომწონს ქვეყნის უდიდეს კლუბში თამაში. ადაპტაცია სწრაფად გავიარე და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფორმაში სწრაფად ჩავდგე. უბრალოდ, ამისთვის ცოტა დრო დამჭირდება.

თურქეთში, „კარაგიუმრიუკის“ შემადგენლობაში პირველი წელი ცუდი არ მქონია, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე და გამოჯანმრთელება გამიჭირდა. მაგრამ ახლა აქ ვარ, სრულიად ჯანმრთელი და ყველაფერს ვაკეთებ, რომ „ნეფთჩის“ დავეხმარო და ამ კლუბთან ერთად წარმატებას მივაღწიო.

როგორც კი კლუბის მხრიდან შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი. სოლომონ კვერკველიას ველაპარაკე და ამ გუნდის შესახებ ბევრი დადებითი მითხრა. ამის შემდეგ აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე. აქ სწრაფად ადაპტირებაში მეხმარება. შესანიშნავი ადამიანი და ასევე, ძალიან კარგი ფეხბურთელია.

ჟურნალისტმა ქართველ ფეხბურთელს ძმები არველაძეების შესახებაც ჰკითხა, რაზეც ვატომ ასე უპასუხა:

ჩემი ოჯახის წარმომადგენლობა დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, დიდი პატივია, იმიტომ რომ მათ ფეხბურთში ბევრი კარგი რამ გააკეთეს. მეც მინდა ისტორიაში შესვლა, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევ.

შეგახსენებთ, რომ ვატო არველაძე ბაქოს „ნეფთჩის“ რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა. ვატოსთან ერთად აზერბაიჯანულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, სოლომონ კვერკველია თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაიმახსოვრეთ ეს სახელი!“ - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო დებიუტანტია
„დაიმახსოვრეთ ეს სახელი!“ - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო დებიუტანტია