ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი კვარაზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო პრეზიდენტმა და „პალერმოს“ სპორტულმა დირექტორმა, რინო ფოსჩიმ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტზე ისაუბრა.

ფოსკის სიტყვებს CALCIONAPOLI1926 ციტირებს:

ვერონაში ჩატარებული თამაშით კვარამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სერია A-ში დებიუტი მხოლოდ გოლით და საგოლე გადაცემით არ იზომება, პირველ რიგში ეს არის საოცარი თამაში და მან ვერონაში ნამდვილად შთამბეჭდავად ითამაშა. ვულოცავ მას და რა თქმა უნდა, ვულოცავ „ნაპოლის“, რომელმაც კრიშტიანო ჯუნტოლის საოცარი ძალისხმევის შემდეგ კვარაცხელია გუნდში მოიყვანა, თან საკმაოდ დაბალ ფასად. ქართველი ძალიან კარგ ფეხბურთელად მეჩვენება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო მატჩში „ვერონას“ გაუტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი იტალიის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს.

კვარას მომენტები ვერონასთან:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან ბევრს ველით“ - სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„მისგან ბევრს ველით“ - სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა