ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

კავანი და მამარდაშვილი ერთად? - ურუგვაელი ვალენსიაში გადასვლასთან ახლოსაა

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ედისონ კავანიმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. ურუგვაელ თავდამსხმელს ნებისმიერ კლუბში შეუძლია კარიერის გაგრძელება.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ედისონი სამშობლოში დაბრუნდებოდა და რომელიმე ურუგვაულ კლუბს შეუერთდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ესპანური გამოცემა El Chiringuito TV ახალ და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ კავანი „ვალენსიაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. მთავარი ახლა ფინანსური დეტალების გარკვევაა. მოგეხსენებათ, „ღამურებს“ ფინანსური კრიზისი აქვთ და ედისონს მაღალ ხელფასს ვერ შესთავაზებენ.

თავად ფეხბურთელი ესპანეთში გადაბარგებაზე თანახმაა. მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია გადასული და სულ მალე ყველაფერი გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ჯენარო გატუზოს გუნდმა საკუთარ კედლებში კარლოს სოლერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. ასევე გეტყვით, ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც იტალიელ სპეციალისტს პირველ მეკარედ ესახება. მომავალ ტურში „ღამურები“ ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის სტატუსი არ შეიცვლება - ვალენსიამ კასტილეხო და ლინო დაარეგისტრირა
მამარდაშვილის სტატუსი არ შეიცვლება - ვალენსიამ კასტილეხო და ლინო დაარეგისტრირა