გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძემ ვალანსიენს შეუგდო - ქართველი ფორვარდის წარმატებული მატჩი

საფრანგეთის ლიგა 2-ში ''მეცმა'' შინ ''ვალანსიენი'' 2:0 დაამარცხა. საწყისი სამი ტურის შემდეგ ''მეცის'' აქტივში 6 ქულაა.

აღნიშნულ შეხვედრაში მეორე გოლი ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა. მან სასტარტოში ითამაშა, 86-ე წუთზე შეაგდო, 89-ე წუთზე კი მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა.

21 წლის მიქაუტაძემ ლიგა 2-ის სამ მატჩში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. პირველ ტურში ''ამიენთან'' შეხვედრაში გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ლიგა 2-ის მე-4 ტურში ''მეცი'' სტუმრად ''ლავალს'' დაუპირისპირდება (20 აგვისტო).

შეგახსენებთ, გასული ორი სეზონი მიქაუტაძემ იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა. მისი გოლებით „სერენი“ უმაღლეს ლიგაში აღზევდა, 2021-22 წლების გათამაშებაში კი ქართველი ფორვარდის გოლით ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. 21 წლის შემტევმა „სერენის“ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 57 მატჩში 36 გოლი შეაგდო.

21 წლის მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰალის გამარჯვება - არველაძის გუნდი ჩემპიონშიფში დაუმარცხებელია
ჰალის გამარჯვება - არველაძის გუნდი ჩემპიონშიფში დაუმარცხებელია