გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის სტატუსი არ შეიცვლება - ვალენსიამ კასტილეხო და ლინო დაარეგისტრირა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ორი ახალწვეული, სამუ კასტილეხო და სამუელ ლინო ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამ ინფორმაციას Cadena Ser-ი ავრცელებს და ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ცნობებსაც გვაწვდის.

როგორც ირკვევა, 2022-23 წლების სეზონში, „მამარდა“ კვლავ „ღამურების“ სარეზერვო გუნდში იქნება დარეგისტრირებული. Cadena Ser-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ჩე“ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, მისი ძირითად გუნდში დარეგისტრირება აუცილებლობა არაა და ბ გუნდში ყოფნა უკვე „ვიზას“ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ეს „მამარდას“ ხელს არაფერში შეუშლის და გიორგი „ჩეს“ მთავარი მეკარე იქნება. ლა ლიგის წესების მიხედვით, კლუბებს შეუძლიათ, ბ გუნდებში დარეგისტრირებული 4-4 ფეხბურთელი გამოიყენონ, მაგრამ აუცილებელია, მოედანზე ძირითადი გუნდის მინიმუმ 7 მოთამაშე იყოს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებისგან მეტს ველოდები“ - არველაძემ ბრედფორდთან მარცხზე ისაუბრა
„ბიჭებისგან მეტს ველოდები“ - არველაძემ ბრედფორდთან მარცხზე ისაუბრა