მე-4 ბერკეტს აამოქმედებენ - ბარსელონა 100 მილიონ ევროს მიიღებს
Aa
Aa

მე-4 ბერკეტს აამოქმედებენ - ბარსელონა 100 მილიონ ევროს მიიღებს

„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური გრანდია და კატალონიელები გაჩერებას არ აპირებენ. Sport-ის ცნობით, იმისთვის, რათა „ბლაუგრანას“ ფინანსური პრობლემები არ შეექმნას, „კამპ ნოუს“ ბინადრები გეგმავენ, კიდევ ერთი ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედონ.

როგორც ირკვევა, „ბარსელონა“ Barca Studios-ის აქციების 24.5 პროცენტის გაყიდვას აპირებს, რაც კლუბს 100 მილიონ ევროს მოუტანს. ამ თანხას კატალონიელები ახალი ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად და სატრანსფერო ბაზარზე მუშაობის გასაგრძელებლად გამოიყენებენ.

საინტერესოა, რომ „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელთა აზრით, კლუბს 30-40 მილიონი აკლია, რათა ყველა ახალწვეული დაარეგისტრიროს. „ბარსელონას“ მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ამ თანხას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სერხი ბუსკეცი ან ხერარდ პიკე ხელფასის შემცირებას დათანხმდებიან.

ესპანურ პრესაში „ბარსელონას“ სატრანსფერო გეგმებზე აქტიურად იწერება და „ბლაუგრანას“ მომდევნო სამიზნე მარკოს ალონსო გახლავთ. Sport-ის ცნობით, კატალონიელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაიხდიან. გეტყვით იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ, „ბარსამ“ ანდრეას კრისტენსენის, ფრანკ კესის, რაფინიას, რობერტ ლევანდოვსკის, უსმან დემბელეს, სერხი რობერტოსა და ჟიულ კუნდეს დარეგისტრირება სცადა, მაგრამ ლა ლიგისგან უარი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია, თუ ოსიმენი? ვინ უნდა დაარტყას პენალტი - იტალიური სააგენტოს ანალიზი
კვარაცხელია, თუ ოსიმენი? ვინ უნდა დაარტყას პენალტი - იტალიური სააგენტოს ანალიზი