ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

დინამო ბათუმის ექს-ფეხბურთელი: „აზაროვს შესანიშნავი ტექნიკა აქვს და სწრაფია"

„დინამო ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სტეფან დენკოვიჩმა „ცრვენა ზვეზდას“ ახალწვეულზე, ირაკლი აზაროვზე ისაუბრა. დენკოვიჩმა ქართველი მცველი შეაქო და განაცხადა, რომ თუ მან პროგრესი განაგრძო, „ცრვენა ზვეზდა“ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის რომელიმე კლუბში გაყიდის.

„ცრვენა ზვეზდამ კარგი სამუშაო გასწია. პირადად ჩემთვის, აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვის მხარდამხარაც კარიერაში მითამაშია. გარდა ამისა, ის ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვინც საკუთარი თვალით მინახავს. მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს და ძალიან სწრაფია. იგი აჩქარების უნარით გამოირჩევა და სხარტი ფეხბურთელია. ბოლო პერიოდში მან დიდ პროგრესს მიაღწია და თუ ასე განაგრძო, ცრვენა ზვეზდა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის რომელიმე კლუბში გაყიდის.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მას რეგულარულად იძახებს და ეს ბევრზე მეტყველებს. ირაკლიმ იცის, რომ ეს მისი შანსია და კარიერული პროგრესის მიღწევა შეუძლია. ცრვენა ზვეზდა შედარებით მაღალი დონეა, მაგრამ ხალხს არ უნდა ეგონოს, რომ ქართული კლუბები ძალიან დაბალ დონეზე არიან. გაგიკვირდებათ, საქართველოში იმდენ ნიჭიერ ფეხბურთელს იხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და თბილისურ კლუბში 2018/19 წლებში გამოდიოდა. 2020 წელს 20 წლის ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა და კლუბში 2 წელი გაატარა. მიმდინარე წლის აგვისტოდან კი მომდევნო 5 წლის განმავლობაში „ცრვენა ზვეზდას“ ღირსებას დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დინამო მოსკოვის ნახევარდაცვის ნათელი წარმომადგენელი“ - Championat.com-მა გაგნიძე გამოარჩია
„დინამო მოსკოვის ნახევარდაცვის ნათელი წარმომადგენელი“ - Championat.com-მა გაგნიძე გამოარჩია