რაბიო, მილინკოვიჩ-სავიჩი და როდრიგესი - მანჩესტერს სამი ვარიანტი აქვს
Aa
Aa

რაბიო, მილინკოვიჩ-სავიჩი და როდრიგესი - მანჩესტერს სამი ვარიანტი აქვს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს და ფრენკი დე იონგთან განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებენ და რამდენიმე ფეხბურთელით ინტერესდებიან.

Guardian-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ადრიენ რაბიოა. „მანჩესტერმა“ „იუვენტუსთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწია და თუ ფეხბურთელის წარმომადგენლებიც დაიყოლია, ტრანსფერი მალე დაიხურება. როგორც ირკვევა, „ბიანკონერი“ რაბიოს გაშვებას 15 მილიონ გირვანქა სტერლინგად დათანხმდა.

Telegraph-ის ცნობით, „მანჩესტერი“ ძველ ვარიანტსაც მიუბრუნდა და „ლაციოს“ ფეხბურთელის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმება სურს. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებს ამ საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვთ და შესაძლოა, უახლოეს დღეებში „ლაციალეს“ წინადადებითაც მიმართონ.

ზემოთ ხსენებული დუეტის გარდა, საუბარი „ბეტისის“ არგენტინელ ჰავბეკზე, გვიდო როდრიგესზეც მიდის. AS-ის ინფორმაციით, „მანჩესტერს“ „ვერდიბლანკოსთან“ და არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პირველი კონტაქტი უკვე ჰქონდა და არის შანსი, მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დინამო მოსკოვის ნახევარდაცვის ნათელი წარმომადგენელი“ - Championat.com-მა გაგნიძე გამოარჩია
„დინამო მოსკოვის ნახევარდაცვის ნათელი წარმომადგენელი“ - Championat.com-მა გაგნიძე გამოარჩია