ლიონელ მესი
Aa
Aa

დიდი დაბრუნება ბარსაში? ლაპორტა მესის გარემოცვასთან მოლაპარაკებაშია

კატალონიური რადიოს სპორტული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხავი კამპოსის ცნობით, ''ბარსელონას'' პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ლეო მესის გარემოცვასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ლაპორტას მიზანი 2023 წლის ზაფხულში მესის ''ბარსაში'' დაბრუნებაა, განიხილება ერთი ან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება.

არგენტინელს პსჟ-სთან კონტრაქტი ერთი სეზონის შემდეგ ეწურება, 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ამავე წყაროს ცნობით, ''ბარსაში'' დაბრუნების გარდა, მესის კარიერის აშშ-ში დასრულების ვარიანტი აქვს, თუმცა მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

35 წლის მესიმ კარიერის დიდი ნაწილი ''ბარსაში'' გაატარა (2004-21). მან ლა ლიგა ათჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი - ოთხჯერ. 2021 წლის ზაფხულში მესიმ ''ბარსა'' დატოვა და პსჟ-სთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველ ფრანგულ სეზონში მესიმ ლიგა 1 და საფრანგეთის თასი მოიგო.

გასულ სეზონში მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად გამოვიდა და სეზონის დასრულების შემდეგ კრისტოფ გალტიემ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ჩემპიონშიფში? - კომპანის ქართველის დამატება სურს
მიქაუტაძე ჩემპიონშიფში? - კომპანის ქართველის დამატება სურს