კარლო ანჩელოტი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო
Aa
Aa

ბერმუდის სამკუთხედი - რეალის ნახევარდაცვის ტრიოს ახალი მეტსახელი

კარლო ანჩელოტის პრესკონფერენციები საფეხბურთო და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს წარმოადგენს. მათი ნახვისას გაიგებთ ფეხბურთელთა მეტსახელებს, რომელთა შესახებ მანამდე არაფერი გსმენიათ. დაახლოებით ერთი წლის წინ, ანჩელოტიმ ნაჩოს პესიმისტი მცველი უწოდა, „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ კი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო.

„კაზემიროს, კროოსისა და მოდრიჩის ტრიოს ბერმუდის სამკუთხედს ვუწოდებ, რადგან მოედნის იმ მონაკვეთში, სადაც ისინი თამაშობენ, ბურთი ქრება“, - ასეთი მეტსახელი შეურჩია „პაპა კარლომ“ ტრიოს, რომელიც წლებია ევროპულ ფეხბურთში დომინირებს.

ანჩელოტის სიტყვების შემდეგ, Marca-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ „ბერმუდის სამკუთხედის“ გასანადგურებლად უმაღლეს დონეზე თამაშია საჭირო, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაკუთრების მსურველებს კი ურთულესი გამოწვევის დაძლევა მოუწევთ. Marca-ს მიხედვით, „იუვენტუსთან“ შეხვედრამ აშკარა გახადა, რომ „ბერმუდელები“ თეთრი დროშის აღმართვას არ აპირებენ და მეტოქეებსა და კონკურენტებს არ დანებდებიან.

ესპანური გამოცემის მტკიცებით, „ბერმუდის სამკუთხედი“ საფეხბურთო ლიტერატურაში აუცილებლად შევა და მომდევნო სეზონში მას ხშირად გამოიყენებენ. მართალია, უმეტეს წილად, ასეთ მეტსახელებს შემტევები იმსახურებენ ხოლმე, მაგრამ ანჩელოტისთვის კროოსი, კაზემირო და მოდრიჩი გამონაკლისები არიან და რთულია, იტალიელ სპეციალისტს არ დაეთანხმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ ნამდვილი ბრილიანტი იპოვა
„ნაპოლიმ ნამდვილი ბრილიანტი იპოვა" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩაზე