ჩავიმ ზიდანის რეკორდი დაამხო
ჩავიმ ზიდანის რეკორდი დაამხო
ხვიჩას მე-5 გოლი სერია ა-ში
ხვიჩას მე-5 გოლი სერია ა-ში
ტროსარის ჰეთ-თრიკი
ტროსარის ჰეთ-თრიკი
მბაპეს გაჩერების დროა
მბაპეს გაჩერების დროა
სანდრომ ბევრ თემაზე ისაუბრა
სანდრომ ბევრ თემაზე ისაუბრა
კაკაბაძის ბრწყინვალე ასისტი
კაკაბაძის ბრწყინვალე ასისტი
რანიერიმ ხვიჩაზე ისაუბრა
რანიერიმ ხვიჩაზე ისაუბრა
ბუდუმ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
ბუდუმ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
2019 წელს ვურჩიე კვარა გაეფორმებინათ
2019 წელს ვურჩიე კვარა გაეფორმებინათ
კროოსი მიდის?
კროოსი მიდის?
ბონეკმა ხვიჩაზე ისაუბრა
ბონეკმა ხვიჩაზე ისაუბრა
უეფას მორიგი აკრძალვა რუსებს
უეფას მორიგი აკრძალვა რუსებს
უკრაინაში საომრად უხმეს
უკრაინაში საომრად უხმეს
კვარას საზღვარი არ აქვს
კვარას საზღვარი არ აქვს
მესი ბარსაში?
მესი ბარსაში?
მორიგი მარცხი
მორიგი მარცხი
პარკაძე საუკეთესოთა შორის
პარკაძე საუკეთესოთა შორის
Championat.com-ი კვარაზე
Championat.com-ი კვარაზე
Libero-მ ხვიჩაზე დაწერა
Libero-მ ხვიჩაზე დაწერა
ისტორიები სუპერგმირებზე
ისტორიები სუპერგმირებზე
საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს
Aa Aa
31 ივლისი 2022  |  00:45

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ფინალშია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩში ალბანეთი დაამარცხა. მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა – 58:56

ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი კვლავ ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა და 23 მოხსნა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია სალომე სვანის შედეგიანი თამაშიც, რომელიც 23 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. 5 შედეგიანი გადაცემა და 6 ჩაჭრა ეკა წივწივაძის ანგარიშზეა.

18 წლამდელთა გოგონათა გუნდი საფინალო შეხვედრას 31 ივლისს მალტას წინააღმდეგ გამართავს. მეორე მალტელებმა ანდორის ნაკრები 84:48 გაანადგურეს. მალტასთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები C დივიზიონს მოიგებს და გაისად “ბ” დივიზიონში გამოსვლა შეეძლება.

ცნობისთვის, წინა შეხვედრა საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარს საკმაოდ დამაჯერებლად 69:39 დაამარცხა. აღნიშნულ დაპირისპირებაში საუკეთესო 19 ქულით და 23 მოხსნით ლიკა კვირკველია იყო.

წყარო და ფოტო gbf-.ge

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
ლიკა კვირკველია და ტენერიფე ჩემპიონები გახდნენ!
ლიკა კვირკველია და ტენერიფე ჩემპიონები გახდნენ!