Aa
Aa

skysports: რუდიგერი "ჩელსიში" კვირის ბოლომდე გადავა!

ბრიტანული skysports-ის ცნობით, გერმანელი მცველის ანტონიო რუდიგერის „ჩელსიში“ ტრანსფერი კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება.

ამჟამად მოლაპარაკებები ბოლო დეტალებზე მიმდინარეობს. კონკრეტულად, „ჩელსი“ „რომას“ სატრანსფერო ფასზე ელაპარაკება, ხოლო ფეხბურთელთან ფორმალურ საკითხებს აგვარებს.

როგორც ცნობილია, 24 წლის რუდიგერის „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა დაახლოებით 35-40 მილიონი ევრო დაჯდება.

გერმანელი უკანახაზელი „რომაში“ 2015 წელს „შტუტგარტიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები