სენსაცია ზაგრებში - მარგველაშვილის წარმატებული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე
Aa Aa
20 ივლისი 2022  |  00:50

სენსაცია ზაგრებში - მარგველაშვილის წარმატებული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-22 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ყარაბაღმა'' შინ შვეიცარიის ჩემპიონი ''ციურიხი'' 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ქართველ მეკარეს, ლუკა გუგეშაშვილს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა. საპასუხო მატჩი 27 ივლისს შვეიცარიაში გაიმართება.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი ''შკუპი'', რომლის შემადგენლობაში გაგი მარგველაშვილი ირიცხება, ზაგრების ''დინამოს'' სტუმრად დაუპირისპირდა. ანგარიში ''შკუპიმ'' გახსნა, 25-ე წუთზე ბრაზილიელმა კუევენმა სტუმრები დააწინაურა, 44-ე წუთზე არიან ადემიმ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ზაგრების ''დინამო'' დიდ უპირატესობას ფლობდა, 86-ე წუთზე პეტკოვიჩმა მასპინძლები დააწინაურა, თუმცა 89-ე წუთზე რენალდუ კეპასმა ''შკუპი'' მარცხისგან იხსნა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

''შკუპის'' ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გაგი მარგველაშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. საპასუხო შეხვედრა 26 ივლისს გაიმართება.

ამ სტადიონზე მარგველაშვილმა 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე  საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალოს'' მაისურით ითამაშა. ის შეხვედრა ზაგრების ''დინამოს'' გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მარგველაშვილმა 90 წუთი ითამაშა. გოლები ორშიჩმა, ბრუნო პეტკოვიჩმა და დანი ოლმომ გაიტანეს. მარგველაშვილმა ორშიჩისა და პეტკოვიჩის წინააღმდეგ დღევანდელ შეხვედრაშიც ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება შედგა - გაგნიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს
შეთანხმება შედგა - გაგნიძე თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს