Aa
Aa

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზაზა ფაჩულია დააჯილდოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოვა, რომელთა შორისაც ზაზა ფაჩულიაც მოხვდა.

NBA-ს ჩემპიონი ნომინაციაში "ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის" გამოარჩიეს და სპეციალური მედალი მის დედას გადაეცა.

აღნიშნულზე კომენტარი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა.

"2017 წელს ჩვენი სპორტისთვის მრავალ წარმატებასთან ასოცირდება, რომელთაგანაც უდავოდ გამორჩეული ზაზა ფაჩულიას მიღწევაა. NBA-ს ჩემპიონობა უდიდესი ტრიუმფია და მასზე ნებისმიერი კალათბურთელი ოცნებობს. ზაზამ მოახერხა ის, რასაც ბევრმა სახელოვანმა კალათბურთელმა ვერ მიაღწია.

მინდა მივულოცო ზაზას ეს წარმატება და სპეციალური მედალი მის დედას ქალბატონ მარინას გადავცე". - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.

ყველა გამარჯვებულს, სიმბოლურად, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლი გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები