შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

ორი ამხანაგური მატჩი - არველაძის ჰალ სიტიმ ორივე მოიგო

გუნდები წინასასეზონო მომზადებას გადიან და გამონაკლისი არც „ჰალ სიტი“ გახლავთ. დღეს, შოთა არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე მოიგო.

დღის პირველ ნახევარში „ჰალ სიტი“ „ბრაიტონის“ 23-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და ტაილერ სმიტის დუბლის წყალობით 2:1 დაამარცხა.

მეორე მეტოქე გაცილებით სერიოზული იყო. ქართველი სპეციალისტის შეგირდები „მალაგას“ შეხვდნენ და 3:1 გაიმარჯვეს. ამჯერად მასპინძელთა მხრიდან გოლები ჯეიკობ გრივსმა, კალუმ ელდერმა და ლევი კოილმა გაიტანეს.

ცნობისთვის, „ჰალ სიტი“ მომავალ ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს საკუთარ სტადიონზე „ლესტერის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შოთა არველაძემ საკუთარ გუნდში გამოცდილი პორტუგალიელი ცენტრალური მცველი ტობიას პერეირა ფიგუეირედო და ოზან ტუფანი დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მისი ფეხის ფრჩხილის ფასიც კი არ ხართ" - ანანიძემ კვარაცხელია დაიცვა