ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შესანიშნავი შთაბეჭდილება დაგვიტოვა" - იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩაზე

იტალიელმა ჟურნალისტებმა, პაოლო დელ გენიომ და რაფაელე აურიემამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს. მათ ქართველი ფეხბურთელი შეაქეს და აღნიშნეს, რომ მას წარმატების მიღწევა შეუძლია.

აურიემა: „ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო შესაძლებლობებით დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მას შესანიშნავი მახასიათებლები და რაც მთავარია, ხასიათი აქვს. იტალიის ჩემპიონატი აბსოლუტურად განსხვავებული ტესტი იქნება, მაგრამ კვარაცხელია თავისი სათამაშო სტილითა და გამოხატვის უნარით სამხრეთ ამერიკელს წააგავს. ინსინიე აღარ მინდა, რადგან კვარას განსხვავებული და უკეთესი მახასიათებლები აქვს.

ლოზანოსა და ხვიჩას რიცხობრივი უპირატესობის შექმნა, მეტოქეების ჩამოშორება და ოსიმენისთვის, რომელიც მეორე სართულზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩაწოდებების განხორციელება შეუძლიათ. ტაქტიკურ დონეზე ნაპოლი გაძლიერდა. პარტენოპეის სურს, 4-3-3 სათამაშო სქემა გამოიყენოს და ფლანგებზე არსებული უპირატესობით ისარგებლოს, რაც შარშან არ ჰქონდა. გუშინდელი მატჩით კვარაცხელიას ვერ შევაფასებთ, მაგრამ შეგვიძლია, ის ვნახოთ, რასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში აკეთებდა. ახლა ის წამყვან ევროპულ კლუბშია, სურს, თავი გამოიჩინოს და ყველას დაანახოს, რომ ნაპოლიმ ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იპოვა“.

დელ გენიო: „კვარაცხელიამ ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა. ჭკვიანური არ იქნება იმის თქმა, რომ მის წინააღმდეგ მოყვარულები თამაშობდნენ, რადგან შედარება თანაგუნდელებთან ურთიერთქმედებით უნდა მოვახდინოთ და ამ მხრივ, მან თავი ყველაფერს ძალიან კარგად გაართვა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ რიგებში გამართულ სადებიუტო შეხვედრაში „კვარამ“ დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კვარა დამიძახეთ, დიახ კვარადონაც მომწონს" - ხვიჩას პირველი ინტერვიუ ნეაპოლში