სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

საზაფხულო ლიგის გამორჩეული მოთამაშეები - NBA-მ სანდრო მამუკელაშვილი გამოარჩია

NBA.com-მა ლას ვეგასში მიმდინარე საზაფხულო ლიგას სტატია მიუძღვნა და ის კალათბურთელები დაასახელა, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ და თავი გამოიჩინეს. ქართველი ქომაგებისთვის სასიხარულო ის ფაქტია, რომ NBA.com-ის რჩეულთა შორის „მილუოკი ბაქსის“ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილსაც ვხედავთ.

„მამუკელაშვილმა 2021-22 წლების სეზონში მილუოკის მაისურით 41 შეხვედრა ჩაატარა და ამ ფაქტორმა თავი ბოსტონის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში იჩინა. მან 28 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რასაც ორი დაფარება დაუმატა და პარკეტზე გადაადგილების უნარის დემონსტრაცია მოახდინა. გარდა ამისა, მატჩის ყველაზე აღმაფრთოვანებელ მომენტში, როცა საფინალო სირენამდე 24 წამი იყო დარჩენილი, მამუკელაშვილმა მფიონდუ კაბენგელეს ბურთი სასტიკად გადაატენა. რამდენად მონსტრული იყო მისი ჩატენვა? პირველ რიგში მჯდომი ბობი პორტისი ადგილიდან წამოხტა და ყვირილი დაიწყო.

მამუკელაშვილმა ჯუჰან ბეგარინთან პერსონალური დუელიც გამართა. ამ უკანასკნელმა მამუს წინააღმდეგ ბრწყინვალე ჩატენვა გაიფორმა, ქართველს კი „ბიზნეს გადაწყვეტილების" მიღება არც უფიქრია და მეტოქეს არ გამოეცალა. „მინახავს, იანისისთვის ბურთი როგორ გადაუტენიათ და მილუოკი ბაქსის კალათბურთელები „ბიზნეს გადაწყვეტილებებს" არ იღებენ“, - განაცხადა „მამუმ".

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 ივლისს გამართავს და თბილისის დროით, 00:00-ზე „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არის მეორე გამარჯვება - ტოჩინოშინმა შიმანოუმი დაამარცხა
არის მეორე გამარჯვება - ტოჩინოშინმა შიმანოუმი დაამარცხა